Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - საბელი

 

Перевод с грузинского языка საბელი на русский

საბელი

მსხვილად შეგრეხილი მკედი დასაბმელად ანუ შესაკრავად რისამე (ფსალ. 15, 5 და 118, 61; ქებ. 4, 3; ვეფხისტ. 255), уже, вервь, веревка. ესე არს ზოგადი სახელი, ხოლო მკედის უმსხოსსა ეწოდების ხეზი, მისსა უმსხოსსა ბაწარი, და მათზედ მომსხოსა თოკი და შტანაგი, კარავთ გასაბმელსა თოკსა წალები, ცხენის ფეხთ გასაბმელს ტოილო, შორით სასროლსა მროწლეთა შინა შესაპყრობად ხვასტაგთა საგდებელი და ქამანდი, თივისგან შეგრეხილსა გორილი, გუარილი, ხის ხრალტაგან შეგრეხილსა ავრიტი, ხვასტაგთ წელებისა ანუ აბრეშუმისგან შეგრეხილსა მშვილდის საბელსა შიშთვილი, საპალნეთ შესაკრავსა საკოჭავი, გრძელსა და ფართოდ ნაქსოვსა ღაზლის საბელსა ქარშიკი, ტყავთაგან გრძლად და წურილად შეჭრილსა ბაწარსა თასმა, თასმათაგან დაწნულსა ღვედი, ამგვარსავე ერქვანდასაკრავსა ევანი და ჯამბარა, მათსა გარდასაბმელსა ხანჩირი, უწურილესსა მათსა ურემსა ზედა ტჳრთთა გადასაკრავსა ჭაპანი, ხოლო ყოველსავე უმსხოსსა ნავთა და ღუზათა დასაბმელსა ბაგირი.

Рейтинг статьи:
Комментарии:

См. в других словарях

1.
  верёвка ...
Грузинско-русский словарь

Вопрос-ответ:

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины